Belive

"ფეხბურთს ყველაზე ნაკლებად სჭირდება ნიჭი, ამიტომაც თამაშობენ მას სამი წლიდან" - დანა უაითი

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

UFC-ის პრეზიდენტმა დანა უაითმა განაცხადა, რომ ფეხბურთი სძულს და მის სათამაშოდ სპორტსმენებს ნიჭი არ სჭირდებათ.

დანა უაითის მეთაურობით, UFC უფრო და უფრო პოპულარული ხდება. 2022 წლის მონაცემებით, პრომოუშენის აქციის ღირებულება დაახლოებით 10 მილიარდი დოლარია. გარდა სპორტული ინტერესებისა, UFC-მ მებრძოლები პოპ ვარსკვლავებადაც აქცია.

გასაგებია, რომ ამხელა შრომის შემდეგ, მას MMA ძალიან უყვარს. თუმცა, მან ბევრი ადამიანისთვის ძალიან არაპოპულარული აზრი გააჟღერა. ერთ-ერთ პოდკასტზე დანამ ფეხბურთზე ისაუბრა და ეს ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა.

ფეხბურთი? ვერ ვიტან. ფეხბურთს ყველაზე ნაკლებად სჭირდება ნიჭი, ამიტომაც თამაშობენ მას სამი წლიდან. უბრალოდ დარბიხარ და ბურთს ურტყავ. მითხრეს, რომ ამას ვერ ვიტყოდი ბრაზილიაში, რომ დავბადებულიყავი. მეგობარო, ამას ნებისმიერ ქვეყანაში ვიტყოდი. როცა თამაშობ თამაშს, სადაც ბადე ძალიან დიდია და ანგარიში მხოლოდ 3:1, ეს რას ნიშნავს? რა უნიჭო უნდა იყო, რომ სამი ქულა მოაგროვო, როცა ბადე ასეთი დიდია.

შეგახსენებთ, რომ მომავალი UFC-ის ღონისძიება 11 დეკემბერს გაიმართება, სადაც ქართველი მობერძოლი ილია თოფურიაც გამოვა. მისი მეტოქე კი, ამერიკელი ბრაის მიტჩელი იქნება.

სხვა სტატიები