Belive

"ფეხბურთი ჭადრაკი არაა, რომ სულ ლოგიკას ექვემდებარებოდეს" - ვილი სანიოლი

2 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

უეფას ერთა ლიგის 2022/23 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპის ბოლოსწინა მატჩში, საქართველოს ნაკრები ჩრდ. მაკედონიის ეროვნულ გუნდს ბორის პაიჭაძის სახელობის “დინამო არენაზე” დაუპირისპირდა.

"დინამო არენაზე", პრინციპულ მეტოქესთან გამართული მნიშვნელოვანი მატჩი, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების გამარჯვებით, ანგარიშით 2:0 დასრულდა.

მატჩის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, "ჯვაროსნების" მთავარმა მწვრთნელმა საინტერესო კომენტარი გააკეთა.

"ეს გამარჯვება მინდა ვიზეიმო ჩემს მოთამაშეებთან, ფედერაციასთან გულშემატკივართან ერთად. ეს დიდი ნაბიჯია წინ. მეტოქისთვის ინიციატივის დათმობა არ ყოფილა ჩემი დავალება, უბრალოდ მათ კარგად ითამაშეს. ახალი სისტემით ითამაშეს და ჩვენ დრო დაგვჭირდა რომ ამისთვის ალღო აგვეღო. პირველი გოლის შემდეგ ჩემმა ფეხბურთელებმა თავდაჯერება შეიძინეს. კარგია რომ გუნდი სტაბილურობას და არ კარგავს და სტრუქტურა არ ირღვევა. პირველი წუთებით კმაყოფილი ვერ ვიქნები მაგრამ გამარჯვება მახარებს. ნორმალურია რომ რაღაც მომენტებში გვაჯობეს, რადგან ჩრდ. მაკედონია ძალიან კარგი გუნდია. ამ მომენტისთვის ვერ გეტყვით შევცვლი თუ არა შემადგენლობას გიბრალტართან, უნდა დავაკვირდე ფეხბურთელებს. მნიშვნელოვანია ამ მატჩის მოგება, ჩემი მიზანია მოედანზე ისეთი გუნდი იყოს რომელიც მატჩს ჩვენს სასარგებლოდ დაასრულებს.

ფეხბურთი ჭადრაკი არ არის რომ სულ ლოგიკას ექვემდებარებოდეს, ამიტომ ხანდახან ხდება ხოლმე რომ ყველაფერი დაგეგმილად არ მიდის, ეს ნორმალურია. ჩაკვეტაძემ სიცხით გაიღვიძა და ამიტომ ვერ ითამაშა. უნდა დაველოდოთ როგორ იქნება გიბრალტარში გაფრენის წინ, თუ მდგომარეობა არ გამოსწორდა, ის ჩვენთან ერთად არ წამოვა", - ვილი სანიოლი.

შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები 24 სექტემბერს გიბრალტარში გაემგზავრება, სადაც 26 სექტემბერს ქვეჯგუფის უკანასკნელ მატჩს გამართავს.

სხვა სტატიები