ფეხბურთელზე ფიზიკური ძალადობის გამო მსაჯმა 15 მატჩიანი დისკვალიფიკაცია მიიღო
1 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
გუშინ მექსიკის ლიგაში ერთმანეთს "ამერიკა" და "ლეონი" დაუპირისპირდნენ. მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა, თუმცა ყველაზე საინტერესო ამ შეხვედრაში ეს არ ყოფილა.
66-ე წუთზე, მაშინ როცა "ლეონის" ფეხბურთელები ჩათვლილ გოლს აპროტესტებდნენ, მატჩის მთავრმა არბიტრმა ერთ-ერთ ფეხბურთელს ფეხი ჩაარტყა.
ასეთი ქმედების გამო, ფერნანდო ერნანდესს სასჯელის სახით, 15 მატჩიანი დისკვალიფიკაცია და 50 ათასზე მეტი მექსიკური პესოს გადახდა მოუწევს.