Belive

ფეხბურთელი, რომელიც ლოჩოშვილმა გადაარჩინა: "დღემდე მისი მადლობელი ვარ"

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

საქართველოს ნაკრების და იტალიის სერია A-ს წარმომადგენელი "კრემონეზეს" ცენტრალურმა მცველმა, ლუკა ლოჩოშვილმა ფიფას მიერ დაწესებული სამართლიანი თამაშის ჯილდოს მოგება მოახერხა.

2022 წლის შემაჯამებელ დაჯილდოებაზე 24 წლის ქართველი ფეხბურთელი გმირული საქციელისთვის გამოარჩიეს, რომელიც მან ზუსტად 1 წლით ადრე, ავსტრიის ბუნდესლიგაში "ვოლფსბერგერის" შემადგენლობაში თამაშის დროს ჩაიდინა და ვენის "აუსტრიას" ავსტრიელ მარჯვენა მცველს, ჯორჯ ტიგლს პირველადი დახმარება აღმოუჩინა, რომელმაც შეჯახების დროს გონება დაკარგა.

ლუკა ლოჩოშვილის გმირული საქციელის ჯილდოთი დაფასების შემდეგ, ევროპის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული სპორტული მედია საშუალების Sky Sports-ის ავსტრიულმა ვერსიამ ჯორჯ ტიგლთან ინტერვიუ ჩაწერა, რომელშიც მან ლოჩოშვილის მიმართ მადლიერება გამოხატა.

"ეს ჯილდო მხოლოდ დადასტურებაა მისი თავდაუზოგავი მოქმედებისა. დღემდე მისი მადლობელი ვარ", - თქვა 32 წლის ფეხბურთელმა.

ლუკა ლოჩოშვილმა, რომელიც 2022/23 წლების სეზონში იტალიის სერია A-ში თამაშობს, ახალი კლუბის მაისურით ყველა ტურნირზე 15 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 1 საგოლე პასიც გააკეთა.

სხვა სტატიები