ბრწყინვალე კარიერის განმავლობაში, ლეო მესიმ ქვეყნის ჩემპიონის ტიტული მეთერთმეტედ მოიპოვა. არგენტინელმა ჯადოქარმა "პარი სენ-ჟერმენის" საშინაო შეხვედრაში გასაოცარი გოლი გაიტანა. "ლენსთან" ფრედ (1:1) დასრულებული მატჩის მიუხედავად, პარიზულმა გრანდმა საფრანგეთის ლიგა 1-ის ჩემპიონის ტიტული ნაადრევად მოიპოვა.
საფრანგეთის ლიგა 1-ის ტრიუმფით დასრულების შემდეგ, ლეო მესიმ პირად აქტივს კიდევ ერთი ტიტული შემატა და ჯამში 11 დააგროვა, თუმცა მასზე ტიტულოვანი ფეხბურთელებიც არსებობენ - აღსანიშნავია, რომ მათი აბსოლუტური უმრავლესობის შესახებ, შესაძლოა არც იცოდეთ.
ფეხბურთელები, რომლებიც ქვეყნის ჩემპიონი ყველაზე მეტჯერ გახდნენ
ოლეგს ბლაგონადეზდინსი | 13 ტიტული ("სკონტო")იგნატიუს ნესტეროვი | 13 ტიტული ("ფახთაქორი", "ბუნიოდკორი", ტაშკენტის "ლოკომოტივი")იმრე შლოსერი | 13 ტიტული ("ფერენცვაროში", "მტკ")მიჰაილს ზემლინსკისი | 13 ტიტული ("სკონტო")ვალენტინ ბელკევიჩი | 13 ტიტული ("დინამო მინსკი", "დინამო კიევი")თემურ კაპაძე | 13 ტიტული ("ფახთაქორი", "ბუნიოდკორი", ტაშკენტის "ლოკომოტივი", "ნეფტჩი", "აქტობე")ალფრედო დი სტეფანო | 13 ტიტული ("რეალი", "რივერ პლეიტი", "მილიონაიროსი")ოლექსანდრ შოვკოვსკი | 14 ტიტული ("დინამო კიევი")ჰოსამ ჰასანი | 14 ტიტული ("ალ აჰლი", "ალ აინი", "ზემალეკი")როარ სტრანდი | 16 ტიტული ("როსენბორგი")