Belive

ფატის მოედანზე დაბრუნების სავარაუდო თარიღი ცნობილია

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
კატალონიის ,,ბარსელონას'' ფეხბურთელი, ანსუ ფატი, დიდი ალბათობით, მოედანს 20 სექტემბერს დაუბრუნდება. ინფორმაციას As-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, 18 წლის შემტევმა გუნდთან ერთად ვარჯიში გასულ თვეს დაიწყო, თუმცა სამედიცინო შტაბის გადაწყვეტილებით, მისი თამაში 11 სექტემბერს ლა ლიგის მე-4 ტურში ,,სევილიას'' წინააღმდეგ გამორიცხულია. ასევე, ნაკლებსავარაუდოა, რომ ესპანელმა 14 სექტემბერს ჩემპიონთა ლიგაზე ,,ბაიერნთან'' ითამაშოს. 20-ში კი ,,ბარსელონა'' ესპანეთის ჩემპიონატის მე-5 ტურში ,,გრანადას'' უმასპინძლებს, სწორედ ამ შეხვედრაში ელიან ფატის დაბრუნებას. ფეხბურთელმა მძიმე ტრავმა 2020 წლის ნოემბერში, ,,ბეტისთან'' მატჩში მიიღო, პირველადი ცნობებით, შემტევს თამაში 4 თვეში უნდა განეახლებინა, თუმცა გამოჯანმრთელების პროცესი გაჭიანურდა. დაზიანების გამო, ესპანელმა ევროპის ჩემპიონატი გამოტოვა. ფატი ,,ბარსელონაში'' 2019 წლიდან თამაშობს. რამდენიმე დღის წინ, კატალონიელებმა დაადასტურეს, რომ ლეო მესის წასვლის შემდეგ, გუნდის ახალი ათიანი სწორედ ის იქნება.

სხვა სტატიები