Belive

ფანები ბუფონს კარიერის დასრულებას სთხოვენ

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

მიუტევებელი შეცდომის დაშვების შემდეგ, "პარმას" ფანები ლეგენდარულ იტალიელ კიპერს კარიერის დასრულებას სთხოვენ. 44 წლის ჯიჯი ბუფონი, მშობლიურ კლუბში დაბრუნდა და "პარმასთან" ერთად სერია ბ-ში ასპარეზობს. იტალიის რანგით მეორე საფეხბურთო ჩემპიონატში, "პარმა" და ბუფონი არც ისე სახარბიელოდ ასპარეზობენ - "პერუჯას" წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში კი ბუფონმა მიუტევებელი შეცდომა დაუშვა, რომელსაც გაშვებული გოლი მოჰყვა.

ლეგენდარული იტალიელი კიპერის ასპარეზობით უკმაყოფილო ფანები სოციალურ ქსელებში გააქტიურდნენ და ბუფონს ურჩევენ პროფესიონალური საფეხბურთო კარიერა დაასრულოს.

სხვა სტატიები