Belive

ფაბრეგასი: ,,მბაპე რეალში? მადრიდელებს რონალდუც ჰყავდათ, მაგრამ ბარსელონა მაინც იგებდა''

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
,,მონაკოს'' ნახევარმცველმა, სესკ ფაბრეგასმა, ,,პარი სენ ჟერმენის'' შემტევის, კილიან მბაპეს, მადრიდის ,,რეალში'' შესაძლო გადასვლაზე ისაუბრა:
,,მბაპე სხვა ფეხბურთელებისგან გამოირჩევა. ის ნამდვილი მხეცია. ვფიქრობ, მას შეუძლია, მესისა და ნეიმარის მოედნის ხედვა კიდევ უფრო მეტად გამოიყენოს. კილიანი თავისუფალ სივრცეში შეუჩერებელია. მბაპე რეალში? ყველაფერი შეიძლება მოხდეს. რეალს კრიშტიანუ რონალდუც ჰყავდა, მაგრამ ბარსელონა მაინც იგებდა. მადრიდულ გუნდში, შესაძლოა, დიდებული ფეხბურთელი მივიდეს, თუმცა ხავის ბევრი ახალგაზრდა ნიჭიერი მოთამაშე ჰყავს. ბარსელონა საიმედო ხელშია,'' - ფაბრეგასის სიტყვებს Mundo Deportivo ციტირებს.
რამდენიმე დღის წინ, Bild-მა დაწერა, რომ მბაპემ ,,რეალთან'' კონტრაქტი შეათანხმა და ახალ გუნდში  ხელფასის სახით წელიწადში 50 მილიონ ევროს მიიღებს. მიმდინარე სეზონში კილიანის ანგარიშზე ,,პარი სენ ჟერმენის'' მაისურით ჩატარებულ 32 შეხვედრაში 22 გოლი და 16 საგოლე გადაცემაა. ფრანგს პარიზულ კლუბთან ხელშეკრულება ზაფხულში ეწურება.

სხვა სტატიები