Belive

ემილიანო მარტინესი: კილიან მბაპე ბევრ ოქროს ბურთს მოიგებს

6 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

არგენტინის ნაკრების მეკარე ემილიანო მარტინესი კილიან მბაპეს აქებს და ბევრ ოქროს ბურთს უწინასწარმეტყველებს.

ტყუილად არ არის, რომ ის მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესოდ ითვლება. მე დიდ პატივს ვცემ მას, როგორც ფეხბურთელს და როგორც კაცს.

განაცხადა L'Equipe-თან ინტერვიუში არგენტინელმა მეკარემ ოქროს ბურთის დაჯილდოების შემდეგ.

კილიანი მისაბაძი ფეხბურთელია. ის ფენომენალურია. მსოფლიო ჩემპიონატის მოგება, მომდევნო ფინალში თამაში და ჰეთ-თრიქის შესრულება... ყველა ფრანგმა ამით უნდა იამაყოს, რომ მისნაირი ფეხბურთელი ჰყავთ. როდესაც ლეო (მესი) და (კრიშტიანო) რონალდუ კარიერას დაამთავრებენ, კილიანი მათ გზას გაუყვება, ბევრ ოქროს ბურთს მოიგებს.

შეგახსენებთ, არგენტინის ნაკრები 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატში გამარჯვების შემდეგ ტრიუმფის აღსანიშნავად, გულშემატკივრებს ხვდებოდნენ, სადაც ემილიანო მარტინესი განსხვავებულად გამოჩნდა, ხელში თოჯინა ეჭირა, რომელსაც მბაპეს სახე ჰქონდა.

სხვა სტატიები