ფაბიო კაპელო: "აუცრელი ფეხბურთელები ეგოისტები არიან, მათ ხელფასი უნდა დააკლდეთ"
2 წლის წინ
ფეხბურთი
2 წთ
"მე წარმომიდგენია ფეხბურთელების კონტაქტები. ვაქცინის არ გაკეთება ეგოისტური ქმედებაა და თუ პოლიციელები ვალდებულნი არიან, რომ ეს გააკეთონ, ვერ ვხვდები, რატომ უნდა გამოირიცხოს ფეხბურთელები. ვინც ვაქცინას არ იღებს, ზიანს აყენებს საზოგადოებას და მისი ხელფასი უნდა შემცირდეს. არ მგონია, რომ სერია A შეჩერდეს. ვინც ვაქცინირებულია, ვირუსი უფრო მსუბუქი გზით ხვდება და გამოჯანმრთელებას დიდი დრო არ სჭირდება", - თქვა "მილანის", მადრიდის "რეალის", "რომას", ტურინის "იუვენტუსის", ჩინური "ჯიანგსუ სუნინგის", ინგლისისა და რუსეთის ნაკრებების ყოფილმა თავკაცმა.ფაბიო კაპელომ კომენტარი სერია A-ს მიმდინარე, საკმაოდ დაძაბულ სეზონზეც გააკეთა და თავისი პროგნოზიცი გაამხილა.
"ინტერი" უკვე უძლიერესი გუნდია ლიგაში, რასაც სეზონის დასაწყისიდან ვამბობ. მათ შეინარჩუნეს იგივე დაცვა და იგივე ნახევარდაცვა, პლუს ჰაკან ჩალანოღლუ. ინძაგიმ კარგად გადმოსცა თავისი იდეები და გუნდიც კარგად მუშაობს მისი ხელმძღვანელობით", - თქვა ვეტერანმა მწვრთნელმა.იტალიის ჩემპიონატში ჩატარებული 19 ტურის შემდეგ, "ინტერს" 46 ქულა აქვს და პირველ პოზიციას უახლოეს მდევარ, თანაქალაქელ "მილანთან" 4-ქულიანი უპირატესობით იკავებს.