Belive

დონარუმა და ნეიმარი გასახდელში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის საპასუხო შეხვედრაში, რომელიც სანტიაგო ბერნაბეუზე გაიმართა მადრიდის “რეალმა” “პსჟ” – 3:1, ორი მატჩის ჯამში კი – 3:2 დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე გავიდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ, ფრანგული გრანდის ფეხბურთელები ერთმანეთს გასახდელში დაუპირისპირდნენ და წაგებაში თანაგუნდელებს ადანაშაულებდნენ. ამ ინფორმაციას ესპანური მედია ავრცელებს. უფრო კონკრეტულად, Marca წერს, რომ ნეიმარი და ჯანლუიჯი დონარუმა ერთმანეთს უხეში სიტყვებით მიმართავდნენ და წაგებაში ადანაშაულებდნენ. გავრცელებული ცნობების თანახმად, ყველაფერი მას შემდეგ დაიწყო, რაც ბრაზილიელმა სუპერვარსკვლავმა თავისი გუნდის გოლკიპერი პირველი გოლის ეპიზოდში დაადანაშაულა. ამის პასუხად, იტალიელმა მეკარემ, "პსჟ-ს" მეათე ნომერს მიუთითა, რომ "რეალმა" მეორე გოლი სწორედ მისი დაკარგული ბურთის შედეგად გაიტანა. საბოლოოდ, მწვავე დაპირისპირება იქამდე მივიდა, რომ ფეხბურთელები ერთმანეთას კინაღამ ფიზიკურად დაუპირისპირდნენ, რა დროსაც საქმეში სხვა თანაგუნდელები ჩაერთვნენ და სიტუაცია განმუხტეს. როგორც უკვე გაცნობეთ, ეს არ ყოფილა ერთადერთი ინციდენტი, რომელიც გუშინდელი მატჩის შემდეგ მოხდა. სკანდალში პარიზელთა პრეზიდენტი ნასერ ალ-ხელაიფიც გაეხვა - ყატარელი ბიზნესმენი ჯერ თავისი გუნდის ფეხბურთელებს, შემდეგ კი მსაჯებს, დელეგატებს და სხვა ოფიციალურ პირებს დაუპირისპირდა.  

სხვა სტატიები