Belive

პეპემ საფეხბურთო კარიერა დაასრულა - ფეხბურთელმა ემოციური ვიდეო გამოაქვეყნა

4 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ლეგენდარულმა პორტუგალიელმა მცველმა, პეპემ 41 წლის ასაკში პროფესიონალური ფეხბურთიდან წასვლა გადაწყვიტა. ვეტერანმა ფეხბურთელმა ამის შესახებ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ემოციური ვიდეოთი გვამცნო.

პეპესთვის ნაკრებში ჩატარებული 141-ე მატჩი, სადაც პორტუგალია საფრანგეთთან დამარცხდა ბოლო იყო. მას სანაკრებო კარიერაში 8 გოლი აქვს გატანილი და 4 საგოლე გადაცემა გაკეთებული.

საკლუბო კარიერას რაც შეეხება, მან თამაში ბრაზილიაში, კერძოდ კი "კორინთიანს ალოგოანოში" დაიწყო, ამის შემდეგ იყო პორტუგალიური "მარიტიმო", "პორტო", მადრიდის "რეალი", "ბეშიქთაში" და კარიერა საბოლოოდ თავის ყოფილ კლუბ "პორტოში" დაამთავრა. საკლუბო კარიერის განმავლობაში სულ მას 737 შეხვედრა აქვს ჩატარებული, ამ ხნის განმავლობაში გაიტანა 42 გოლი და გააკეთა 36 საგოლე გადაცემა.

სხვა სტატიები