Belive

პეპ გვარდიოლამ კალვინ ფილიპსს ბოდიში საჯაროდ მოუხადა

2 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

პეპ გვარდიოლამ კალვინ ფილიპსს ბოდიში საჯაროდ მოუხადა. გვარდიოლა ნანობს, რომ ფეხბურთელს ოდესღაც "ჭარბწონიანი" უწოდა.

საქმე ისაა, რომ კატარის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ, პეპი საკმაოდ გაცხარებული იყო ფილიპსის სათამაშო ფორმის გამო და აღნიშნა, რომ მუნდიალიდან კალვინი "მსუქანი" დაბრუნდა. ამის გამო, ფეხბურთელი არც ითამაშებდა და არც გუნდთან ერთად ივარჯიშებდა იქამდე, სანამ წონაში არ დაიკლებდა. ამ მიზეზით, ფილიპსი რეგულარულად ხდებოდა დაცინვის ობიექტი. თებერვალში ფეხბურთელმა აღიარა, რომ პეპმა მისი რეპუტაცია დააზიანა.

ჩემთვის ყველაზე რთული პერიოდი, ალბათ, მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ დადგა, როცა პეპმა განაცხადა, რომ მსუქანი ვიყავი. ამან დიდი გავლენა იქონია ჩემზეც და ჩემს ოჯახზეც. - განაცხადა კალვინ ფილიპსმა

ფილიპსი გასულ თვეს იჯარით "ვესტ ჰემს" შეუერთდა. პეპს ჟურნალისტმა ჰკითხა, თუ რას ფიქრობდა ამ საკითხთან დაკავშირებით, გვარდიოლამ კი თქვა, რომ ძალიან ნანობს თავის საქციელს და ბოდიშს უხდის ფეხბურთელს იმის გამო, თუ რისი გადატანაც მოუხდა ამ სიტყვების შემდეგ.

ვწუხვარ და მე მას ბოდიშს ვუხდი. თავადაც ვესაუბრე და სინანული პირისპირ გამოვხატე, მხოლოდ ამის შემდეგ ჩავთვალე საჭიროდ, ეს განცხადება საჯაროდაც გავაკეთო - პეპ გვარდიოლა

ფილიპსმა "მანჩესტერ სიტიში" მხოლოდ ექვსი მატჩი ჩაატარა მას შემდეგ, რაც 2022 წლის ივნისში "ლიდსიდან" 45 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ ქალაქელებს შეუერთდა. იანვარში ის იჯარით "ვესტ ჰემში" გადავიდა.

სხვა სტატიები