პეპ გვარდიოლა: "თამაშის შემოსატრიალებლად რჩევა მადრიდის რეალს ვკითხე"
2 წლის წინ
ფეხბურთი
2 წთ
"ჩვენ ლეგენდები ვართ და დაგვიმახსოვრებენ. ფეხბურთელთა ეს ჯგუფი მარადიულად იქნება ამ კლუბის ისტორიაში. ის, რასაც ჩვენ მივაღწიეთ, ამის გაკეთება, ძალიან რთულია. სერ ალექს ფერგიუსონმა "მანჩესტერ იუნაიტედთან" ერთად ეს წლების წინ, ორ-სამჯერ გააკეთა. ახლა მე კიდევ ერთხელ ვხვდები ამ მიღწევის სიდიდეს. "ლივერპულის" მსგავსი გუნდი ჩემს ცხოვრებაში არ მინახავს, მიღწევის სიდიდე დაკავშირებულია ჩვენი მეტოქის სიდიდესთან. ვულოცავ "ლივერპულს", ისინი ყოველ კვირას უფრო და უფრო უკეთესებს გვხდიდნენ. ახლა კი დროა ვიზეიმოთ, ჩვენ ისევ ჩემპიონები ვართ. თამაშის შემოსატრიალებლად მე მადრიდის "რეალს" დავურეკე და მათ კარგი რჩევა მომცეს! რაც შეეხება მადრიდში მომხდარს, ამის ახსნის დრო დღეს არ არის, თუმცა ზოგჯერ სასიამოვნოა ასეთ სიტუაციებში ცხოვრება. მქონდა განცდა, რომ ეს დაგვეხმარება მომავალ სეზონში უფრო ძლიერები ვიყოთ", - თქვა ესპანელმა სპეციალისტმა."მანჩესტერ სიტიმ" აწ უკვე დასრულებულ გათამაშებაში 93 ქულა დააგროვა, უახლოეს მდევარ "ლივერპულს" 1 ქულით გაასწრო და ტიტულს დაეუფლა.