Belive

პეპ გვარდიოლა მსაჯისა და რობერტსონის ინციდენტს გამოეხმაურა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

როგორც უკვე იცით, "არსენალისა" და "ლივერპულის" დაპირისპირებაში საკმაოდ უსიამოვნო ინციდენტი მოხდა.

პირველი ტაიმის დასრულების შემდეგ, ერთ-ერთი გადაწყვეტილებით უკმაყოფილო ენდი რობერტსონი, გვერდით არბიტრთან მივიდა. “ლივერპულის” განაპირა მცველს ლაინსმენთან მომენტის განხილვა სურდა, თუმცა კონსტანტინ ჰაციდაკისმა რობერტსონს იდაყვი მოუქნია. სოციალურ ქსელებში გავრცელებულ კადრებში ნათლად ჩანს, რომ ლაინსმენის მოქნეული იდაყვი რობერტსონს სახეში ხვდება.

ამ ყველაფერთან დაკავშირებით მისი აზრი "მანჩესტერ სიტის" მთავარ მწვრთნელს პეპ გვარდიოლას ჰკითხეს, რაზეც ესპანელმა თავკაცმა ასეთი პასუხი გასცა:

"ამ მომენტის შესახებ გავიგე, თუმცა არ მინახავს. ამ დროს "ბაიერნის" თამაშთან ერთად გოლფს ვუყურებდი. მითხრეს, რომ რაღაც მოხდა. ვინაიდან მომენტი არ მინახავს ამაზე კომენტარს არ გავაკეთებ."

შეგახსენებთ, რომ ხვალ პეპ გვარდიოლას ჩემპიონთა ლიგაზე საკმაოდ მნიშვნელოვანი მატჩი ელის. 1/4-ფინალურ ეტაპზე "მანჩესტერ სიტი" "ბაიერნს" დაუპირისპირდება. აღნიშნული მატჩი, თბილისის დროით, 23:00 საათზე არის ჩანიშნული.

სხვა სტატიები