პეპ გვარდიოლა მანჩესტერ სიტიში კიდევ ერთი სეზონი დარჩება
ფაბრიციო რომანოზე დაყრდნობით, პეპ გვარდიოლა "სიტიში" კიდევ ერთი სეზონი დარჩება. ესპანელი სპეციალისტის კონტრაქტი 2026 წლის ივნისამდე არის ძალაში და როგორც სემ ლი იტყობინება, 2027 წლამდე გაახანგრძლივებს.
🚨🔵 Pep Guardiola has agreed to stay at Manchester City for one more season!
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) November 19, 2024
New contract to be valid until June 2026, as @SamLee reports — with an option to extend until June 2027.
As revealed in October, City was always confident to keep Pep — never spoke to other coaches. pic.twitter.com/b0Rw4lrhb8
აღსანიშნავია, რომ "მანჩესტერ სიტი" სხვა მწვრთნელებს არ დაკავშირებია, რადგან გვარდიოლას დარჩენაში დარწმუნებულნი იყვნენ. გავრცელებული ჭორების მიუხედავად, "ქალაქელებს" არც ჩაბი ალონსოსთან და არც რუბენ ამორიმთან კონტაქტი არ ჰქონიათ.
"სიტი" ბოლო პერიოდი არც ისე კარგ ფორმაშია. მანჩესტერელებმა ბოლო 4 შეხვედრა დათმეს და 2006 წლის წლის ანტირეკორდი გაიმეორეს. გვარდიოლას გუნდს მომავალი შეხვედრა 23 ნომებერს "ტოტენჰემის" წინააღმდეგ ელის.