Belive

პეპ გვარდიოლა: "მადრიდში შურისძიების გამო არ ჩამოვედით"

11 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

უეფას ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალურ ეტაპზე, მადრიდის "რეალთან" პირველი შეხვედრის წინ, "მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ კომენტარი გააკეთა.

"ჩვენ აქ მოვედით შთაგონებით. ახლა ჩვენ მოძრაობაში ვართ. აქ არ ვართ შურისძიების მიზნით მოსულები. ჩვენთვის ეს მხოლოდ კიდევ ერთი შესაძლებლობაა, რომ როგორმე მოვიგოთ ჩემპიონთა ლიგა.

შვიდი წელიწადია რაც გვინდა ჩემპიონთა ლიგის მოგება. წინა სეზონში თითქოს სამყარო დაგვენგრა, მაგრამ ისევ აქ ვართ. მთავარია სტაბილურობა. მნიშვნელოვანია, რომ ყოველწლიურად ვცდილობთ გავხდეთ უკეთესი. წინა სეზონშიც მზად ვიყავით. ახლა თითქმის იგივე გუნდი გვყავს - იგივე მწვრთნელი, მოთამაშეთა იგივე ბირთვი, მაგრამ არის განსხვავება. მთავარი განსხვავება ისაა, რომ განმეორებით მატჩს სახლში ჩავატარებთ", - თქვა ესპანელმა სპეციალისტმა.

მადრიდის "რეალისა" და "მანჩესტერ სიტის" დაპირისპირება 9 მაისს გაიმართება და თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები