Belive

პეპ გვარდიოლა: "გიუნდოგანის დაბრუნების საქმე მარტივად მოგვარდა"

6 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

"მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ ილქაი გიუნდოგანის გუნდში დაბრუნების შემდეგ გერმანელ ფეხბურთელზე ისაუბრა.

"გიუნდოს დაბრუნება მარტივი საქმე გამოვიდა. როგორც კი ჩიკი ბეგირისტაინისგან შეტყობინება მივიღე, "ილქაის შენთან საუბარი უნდა", დაუყოვნებლივ დავთანხმდი.

"ბარსელონაში" ძალიან კარგი სეზონი ჩაატარა და ვიცი, რამდენად კონკურენტუნარიანია. ვაფასებ მის უნარ-ჩვევებს.

გიუნდოგანმა "მანჩესტერ სიტის" ფილოსოფიის შესახებ ყველაფერი იცის და ადაპტირებისთვის დრო არ სჭირდება. გუნდში ყველა ძალიან ბედნიერია ილქაის დაბრუნებით", - ამბობს ესპანელი.

გერმანელი ფეხბურთელი ყოფილ გუნდში დაბრუნდება, რომლის შემადგენლობაშიც 2016-დან 2023 წლამდე ითამაშა და ყველა შესაძლო ტიტული არაერთხელ მოიგო.

სხვა სტატიები