Belive

პეპ გვარდიოლა ილქაი გიუნდოგანის გუნდიდან გაშვებას ძალიან ნანობს

8 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

"მანჩესტერ სიტის" ესპანელი მთავარი მწვრთნელი პეპ გვარდიოლა გუნდის მიერ ილქაი გიუნდოგანის გაშვებას ძალიან ნანობს, ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა mundodeportivo აქვეყნებს, როგორც ესპანური მედია საშუალება იტყობინება, პეპთან ერთად მანჩესტერული გუნდიც ნანობს იმის გამო, რომ გერმანელ ფეხბურთელს კონტრაქტი არ გაუხანგრძლივა.

პეპ გვარდიოლა თავისი ყოფილი მოთამაშის სტილისა და თამაშის გულშემატკივარია, ესპანელი მწვრთნელის პირველი შენაძენი სწორედ გიუნდოგანი იყო როდესაც ის "მანჩესტერ სიტის" თავკაცად დაინიშნა. როგორც გამოცემა იტყობინება ილქაი იყო მისთვის მთავარი მოთამაშე, მისი ჩანაცვლება ვერც მატეო კოვაჩიჩმა და ვერც მათეუს ნუნესმა შეძლეს. პეპს არ სურდა მისი გაშვება, მაგრამ ასეთი გადაწყვეტილება გუნდმა მიიღო, მისმა გუნდიდან წასვლამ ნახევარდაცვაში სიცარიელე დატოვა, ის გუნდის ერთ-ერთი კაპიტანი იყო და წარმოადგენდა მნიშვნელოვან ფიგურას როგორც მოედანზე, ასევე გასახდელში, წერია mundodeportivo-ს მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში.

სხვა სტატიები