ლუის ენრიკე სიტისთან მატჩზე: ,,ჩვენი სათამაშო ფილოსოფია ერთმანეთს ძალიან ჰგავს''
8 საათის წინ
ფეხბურთი
1 წთ
,,პარი სენ ჟერმენის'' მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ, ,,მანჩესტერ სიტისთან'' გასამართ შეხვედრაზე ისაუბრა:
,,ეს განსაკუთრებული მატჩია როგორც სატურნირო მდგომარეობის გამო, ასევე იმიტომ, რომ ჩემს მეგობარს, პეპ გვარდიოლას შევხვდები, ვისთან ერთადაც ვთამაშობდი და ბარსელონაში ერთი და იგივე სამწვრთნელო სკოლა გავიარეთ. ჩვენი სათამაშო ფილოსოფია ერთმანეთს ძალიან ჰგავს, ამიტომ კარგ მატჩს ველოდები.
უნდა ვეცადოთ, რომ ბურთით ვითამაშოთ. შესაძლოა, ბურთის ფლობა ჩვენს მხარეს იყოს ან კონტრშეტევებზე თამაში მოგვიწიოს, ვნახოთ... თითოეული ფეხბურთელი ბოლომდე უნდა დაიხარჯოს. წაგება სირცხვილი არ არის, ცხოვრება ასეთია, მთავარია დამოკიდებულება.'' - ლუის ენრიკე
დღეს, ჩემპიონთა ლიგის მე-7 ტურის შეხვედრაში, ,,პარი სენ ჟერმენი'' ,,მანჩესტერ სიტის'' უმასპინძლებს. მატჩი 00:00 საათზე დაიწყება.
ლუის ენრიკეს გუნდს 7 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის 26-ე პოზიციაზეა, ,,ქალაქელები'' კი 8 ქულით 24-ე ადგილს იკავებენ.