Belive

პეპ გვარდიოლა: "ჩვენ დავამტკიცეთ, რომ ჩემპიონობისთვის მზად ვართ"

3 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

მანჩესტერ სიტის მთავარი მწვრთნელი, პეპ გვარდიოლა ლივერპულთან პრინციპული მატჩის მოგების (3:0) შემდეგ საუბრობს. ესპანელი სპეციალისტი, რომელმაც კარიერაში მეათასედ გაიყვანა გუნდი მოედანზე, ამბობს, რომ ქალაქელები პრემიერ ლიგაში ჩემპიონობისთვის მზად არიან.

"ვფიქრობ, მატჩის წინ ჩვენ და ლივერპულმა ვნახეთ არსენალის შედეგი და გაგვიკვირდა, რომ როგორც იქნა მათ ქულები დაკარგეს და 2 გოლი გაუშვეს. ოღონდ, ჩვენ ამის გამო კი არ გავიმარჯვეთ, არამედ იმიტომ, რომ გვჯერა საკუთარი თავის და იმის, რომ შეგვიძლია ინგლისის ჩემპიონების პირისპირ წარმატებულად ვითამაშოთ. შეგვიძლია ვაჩვენოთ, რომ ამ სეზონში მათ დონეზე დგომის საშუალება გვაქვს. ჩვენ ეს დავამტკიცეთ.

მადლობა გუნდს, პერსონალსა და ყველა ადამიანს წარმოუდგენელი საჩუქრისთვის. თანაც ყველაზე მნიშვნელოვანი მეტოქის პირისპირ, რომელსაც აქ მუშაობის განმავლობაში შევხვედრილვართ. შესანიშნავია, ვირჯილ ვან დაიკის, ენდრიუ რობერტსონის და მოჰამედ სალაჰის ნახვა ჩვენი ამდენი დუელის შემდეგ. ეს განსაკუთრებული ღამე გამოდგა, რადგან ჩემი შვილები მატჩს თვალს ტრიბუნიდან ადევნებდნენ", - ამბობს პეპ გვარდიოლა.

მანჩესტერ სიტის 11 ტურის შემდეგ 22 ქულით პრემიერ ლიგაში მეორე ადგილი უკავია და გათამაშების ლიდერ არსენალს 4 ქულით ჩამორჩება. სანაკრებო შესვენების შემდეგ, ესპანელი სპეციალისტის გუნდი 22 ნოემბერს, ნიუკასლ იუნაიტედთან საშინაო შეხვედრას გამართავს.

სხვა სტატიები