Belive

პეპ გვარდიოლა: "ამ მომენტისთვის ნაპოლი ევროპის საუკეთესო გუნდია..."

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის საპასუხო შეხვედრაში, “მანჩესტერ სიტისა” და “ლაიფციგის” დაპირისპირება შედგა. მანჩესტერში, “ეტიჰადზე” გამართული უხვგოლიანი თრილერი “ქალაქელთა” გამარჯვებით, 7:0 დასრულდა.

მატჩის დასრულების შემდეგ, "სიტის" მთავარმა მწვრთნელმა ჟურნალისტებთან ისაუბრა და ბევრ სხვადასხვა საინტერესო თემას შეეხო.

ესპანელი თავკაცის აზრით, ამ მომენტისთვის ევროპულ ფეხბურთში "ნაპოლი" საუკეთესო კლუბია.

"ამ მომენტისთვის "ნაპოლი" "არსენალთან" ერთად ევროპის საუკეთესო კლუბია. ისინი ძალიან ლამაზ, შთამბეჭდავ და სანახაობრივ ფეხბურთს თამაშობენ".

"ნაპოლი" თავის მხრივ, ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალური ეტაპის საპასუხო მატჩს "აინტრახტის" წინააღმდეგ 15 მარტს, თბილისის დროით 23:59 საათზე გამართავს.

იმ შემთხვევაში თუ "ნაპოლი" შემდეგ ეტაპზე გასვლას შეძლებს, რაც არ უნდა გაუჭირდეთ, დიდი შანსია, რომ მათი მეტოქე სწორედ "სიტი" იყოს.

სხვა სტატიები