Belive

ინიაკი უილიამსი: "ბარსელონა ყველანაირად ცდილობდა ჩემი ძმის სახელი შეელახა"

4 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ბილბაოს ატლეტიკის 31 წლის ფორვარდმა - ინიაკი უილიამსმა, მისი ძმის კლუბში დარჩენასა და ბარსელონაში ჩაშლილ ტრანსფერზე ისაუბრა, სადაც აღნიშნა, რომ ბარსელონა მის ძმასა და ოჯახს ცუდად ექცეოდა.

„ნიკოს შესახებ ნათქვამი დიდი ნაწილი ტყუილია... ბარსამ მედიაკამპანია ჩაატარა იმ იმედით, რომ ეს მათთვის გამოდგებოდა. მათ ბევრი რამ დააბინძურეს და ჩვენს ოჯახს შეურაცხყოფა მიაყენეს.

ყველამ ვიცით, როგორ მუშაობს ფეხბურთის სამყარო. მათ სურდათ ზეწოლა მოეხდინათ ჩემს ძმასა და მთლიანად ოჯახზე, თუმცა მადლობა ჩვენს კლუბს, რომ ამ ყველაფერს არ აყვა და არ დაიჯერა. მათ სურდათ ნიკოს შენარჩუნება და ბედნიერი ვარ, რომ ეს ასეც მოხდა.

ბარსელონამ დიდი ზიანი მოგვაყენა ჩვენ. გულწრფელად ვიტყვი, ჩემმა ძმამ ნაჩქარები გადაწყვეტილება მიიღო (კონტრაქტის გახანგრძლივება 2035 წლამდე)..." - ინიაკი უილიამსი

შეგახსენებთ, რომ კატალონიური გრანდი ნიკო უილიამსის ტრანსფერზე უკვე 2 წელია მუშაობს, თუმცა ნიკო უილიამსმა ესპანურ გრანდში თამაშზე უარი თქვა და ბასკურ კლუბთან ახალი, 10-წლიანი კონტრაქტი გაახანგრძლივა.

სხვა სტატიები