Belive

"პენალტების შემსრულებელი კვლავ გიორგი გულიაშვილი იქნება" - სარაევოს მწვრთნელი

1 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ბოსნიის ჩემპიონატის მე-13 ტურის შეხვედრაში "სარაევომ" "სლოგა დობოი" 2:0 დაამარცხა.

გიორგი გულიაშვილმა პირველ ტაიმში პენალტი ზუსტად ვერ შეასრულა, ამ დეტალზე "სარაევოს" მთავარ მწვრთნელ, ზორან ზეკიჩს კითხვა დაუსვეს შეიცვლება თუ არა გუნდში პენალტის დამრტყმელი, ხორვატმა სპეციალისტმა კი აღნიშნულზე მოკლედ და კონკრეტულად უპასუხა:

ჯერჯერობით მე აბსოლუტურად არ ვფიქრობ, რომ ეს განსახილველი თემა უნდა იყოს, არ არის საჭირო, რომ პენალტის დამრტყმელი შეიცვალოს. გიორგი გულიაშვილი კვლავ შეასრულებს თერთმეტმეტრიანებს, კაცი პატიოსნად შრომობს, პენალისტისთვისაც იბრძოდა. მანამდეც გაიტანა და მომავალშიც გაიტანს. - ზორან ზეკიჩი - "სარაევოს" მთავარი მწვრთნელი

"სარაევო" ბოსნიის ცხრილში 31 ქულით მეორე ადგილზეა (9 მოგება, 4 ფრე, 0 მარცხი), პირველადგილოსან "ჟრინსკის" 1 ქულით ჩამორჩება (ლიდერს მატჩი ჯერ ჩასატარებელი აქვს). ქართველი ფეხბურთელის გუნდი მომდევნო შეხვედრას "გოსკ გაბელას" წინააღმდეგ ჩაატარებს, მატჩი 23 ნოემბერს 20:00 საათზე გაიმართება.

გიორგი გულიაშვილი 10 გოლით ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირია, მას ასევე 4 საგოლე გადაცემა აქვს.

სხვა სტატიები