გიორგი გულიაშვილმა ბოსნიის ჩემპიონატში ისევ გაიტანა
3 კვირის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ბოსნია-ჰერცოგოვინის ჩემპიონატის მე-14 ტურში, საქართველოს ნაკრებისა და "სარაევოს" თავდამსხმელმა, გიორგი გულიაშვილმა ისევ გაიტანა. სარაევომ სტუმრად "გაბელა" 0:3 დაამარცხა და ჩემპიონატის მეორე ადგილზე იმყოფება.
შეხვედრაში ანგარიში სწორედ ქართველმა გახსნა, 33-ე წუთზე საჯარიმოს მისადგომებთან ბრწყინვალედ გათავისუფლდა და გატანა აღარ გასჭირვებია. 14 შეხვედრის შემდეგ, გულიაშვილი ბომბარდირთა დავას 11 გოლით ლიდერობს და ამასთან, 4 საგოლე გადაცემაც აქვს შესრულებული.