პელეს სახელობის მოედანი ყველა ქვეყანაში | ინფანტინომ საფეხბურთო სამყაროს მიმართა
FIFA-ს პრეზიდენტმა საფეხბურთო სამყაროს თხოვნით მიმართა. მას სურს, რომ პელეს საპატივცემულოდ, ყველა ქვეყანაში მინიმუმ ერთი მოედანი იყოს.
Hvis Infantino virkelig vil ære Pelés arv, kan han jo endegyldigt fastslå, at VM kun skal spilles hvert fjerde år - så ingen kan tangere hans tre vundne verdensmesterskaber efter at have deltaget i 8-9 slutrunder på halvandet årti.https://t.co/sBzAHY3dfO
— Sebastian Stanbury (@SebStanbury) January 2, 2023
ლეგენდარული ბრაზილიელი ფებურთელი პელე, რომელმაც სამჯერ მოიგო მსოფლიო ჩემპიონატი და კარიერაში 1000-ზე მეტი გოლი გაიტანა, გასულ ხუთშაბათს 82 წლის ასაკში გარდაიცვალა.
"ჩვენ ვთხოვთ ყველა ქვეყანას, რომ მათ მინიმუმ ერთ მოედანს, პელეს სახელი უწოდონ." - განაცხადა ჯანი ინფანტინომ.
საინტერესოა, რომ 2021 წლის აპრილში რიო-დე ჟანეიროში მდებარე ლეგენდარულ "მარაკანას" სახელის შეცვლას უპირებდნენ. განიხილებოდა, რომ აღნიშნული მოედანი პელეს სახელობის გამხდარიყო, თუმცა, ასე არ მოხდა და შტატის გუბერნატორმა ამ საკითხს ვეტო დაადო.