"მითხრა, რომ ავტოგრაფიან მაისურს გამომიგზავნიდა" - მიროსლავ კლოზე
მსოფლიო ჩემპიონატის ბომბარდირობიდან ჩამოგდების შემდეგ, მესიმ კლოზესთან ისაუბრა. ამ ზარის ინიციატორი ლიონელ სკალონი იყო, რომელიც ლაციოში კლოზეს თანაგუნდელი იყო. ლეომ კლოზეს უთხრა, რომ ავტოგრაფით თავის მაისურს გაუგზავნიდა.
არგენტინის ნაკრების მწვრთნელი ლიონელ სკალონი, 2011-დან 2013 წლამდე ლაციოში ჩემი გუნდელი იყო. ჩვენ დღემდე რეგულარული კონტაქტი გვაქვს. სწორედ მან გვასაუბრა მე და მესი სატელეფონო ზარის საშუალებით. ეს ძალიან ამაღელვებელი იყო.
რა თქმა უნდა, მოედანზე რამდენჯერმე გადავკვეთილვართ — ეს შეხვედრები ყოველთვის სასიამოვნო და პატივისცემით სავსე იყო, თუმცა ეს ზარი პირველი შემთხვევა გახლდათ, როცა ასეთი ხანგრძლივი პაუზის შემდეგ პირადად ვისაუბრეთ. მითხრა, რომ ავტოგრაფიან მაისურს გამომიგზავნიდა. - განაცხადა მიროსლავ კლოზემ
Miroslav Klose on Messi calling him after he broke his World Cup goal record:
— World Cup HQ (@WorldCup26HQ) July 9, 2026
🗣️ "Argentina coach Lionel Scaloni was my teammate at Lazio between 2011 and 2013. We still stay in regular contact. He arranged a call between Messi and me. It was very moving."
"Of course, we had… pic.twitter.com/xvgzhTPhQ9
ლიონელ მესი მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ძალიან კარგად ასპარეზობს. მან რვა გოლი გაიტანა და მბაპესთან ერთად, ბომბარდირთა სიას ლიდერობს. გარდა ამისა, მესიმ ეგვიპტესთან გატანილი გოლით მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში 21 გოლი დააგროვა.