Belive

1978 წლის შემდეგ პირველად - ბენფიკას ბრაზილიელი ფეხბურთელი არ ჰყავს

3 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

თუ ფეხბურთის მოყვარული ხარ და ბენფიკას თამაში რამდენჯერმე მაინც გინახავს, არ არსებობს გამოგრჩენოდა კლუბში ბრაზილიელი ფეხბურთელების სიმრავლე - ეს ასე იყო 1978 წლიდან მოყოლებული.

1978 წლის 1 ივლისს კლუბის მესვეურებმა ტრადიცია დაარღვიეს და საერთო კრებაზე უცხოელი ფეხბურთელების კონტრაქტის გაფორმება დაამტკიცეს - ბრაზილია იმ „დროშებს“ შორის ყველაზე მოწინავე გახდა, რომლებიც მას შემდეგ ლისაბონური კლუბის ფერებს ყველაზე ხშირად ფარავდა.

პირველი ბრაზილიელი, რომელიც ბენფიკას ღირსებას იცავდა - ჟორჟე გომესი იყო, ბოლო კი არტურ კაბრალი, რომელმაც კლუბი 2024/2025 წლების სეზონების დასრულების შემდეგ დატოვა. აქვე შეგახსენებთ, რომ ბენფიკაში წლების განმავლობაში ჯამში 117 ბრაზილიელ ფეხბურთელს უთამაშია.

ლისაბონურმა კლუბმა სეზონი მოგებული ტიტულით დაიწყო - კერძოდ კი მათ პორტუგალიის სუპერ თასზე სპორტინგი დაამარცხეს და პირველი ტიტული მოიპოვეს, გარდა ამისა, ისინი ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის იბრძვიან და პლეი-ოფში ფენერბაჰჩეს დაუპირისპიდებიან.

16 აგვისტოს კი პორტუგალიის ჩემპიონატში ჩაერთვებიან, სადაც მათი მეტოქე ესტრელა იქნება - ასე და ამგვარად, 41 წლის შემდეგ ბენფიკა პირველ ისეთ სეზონს ითამაშებს, სადაც მათ შემადგენლობაში ბრაზილიელი ფეხბურთელი არ იქნება...

სხვა სტატიები