Belive

პედრი: "მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ესპანეთი არგენტინას ვისურვებდი..."

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

კატალონიის "ბარსელონასა" და ესპანეთის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა - პედრიმ, მსოფლიო ჩემპიონატის მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებთან ისაუბრა.

19 წლის ფეხბურთელმა აღნიშნა, თუ ვის ისურვებდა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში.

"მუნდიალს კარფ ფორმაში ვხვდებით და მგონია, რომ შეგვწევს იმის ძალა, რომ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გავიდეთ და მოვიგოთ.

ვის ვისურვებდი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში მეტოქედ?! - არგენტინას, რადგან მესისთან არასდროს მითამაშია და ეს ჩემი ოცნებაა. მგონია, რომ საოცარი ფინალი იქნება და მესისთან შეხვედრა ჩემი ცხოვრების მთავარი მიზანია..."

შეგახსენებთ, რომ ესპანეთის ნაკრები 2022 წლის მუნდიალზე პირველ თამაშს 23 ნოემბერს, კოსტა რიკის წინააღმდეგ გამართავს. მატჩი თბილისის დროით 20:00 საათზე აიღებს სტარტს.

სხვა სტატიები