კროოსი: ,,აშკარაა, რომ მსაჯს ლუის დიასი არ უნდა გაეძევებინა''
1 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
გერმანიის ეროვნული ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი, ტონი კროოსი მიიჩნევს, რომ პსჟ-სა და ბაიერნის მატჩში მსაჯს ლუის დიასი არ უნდა გაეძევებინა. ამის შესახებ კროოსმა პოდკასტში განაცხადა:
,,ჩემთვის აშკარაა - ეს წითელი ბარათი არ ყოფილა. ეპიზოდის შეფასებაზე დიდი გავლენა ჰაკიმის ტრავმას ჰქონდა.
ჯარიმის შემდეგ აშრაფი რომ წამომდგარიყო, მომენტს არავინ განიხილავდა. ასეთ სიტუაციაში მსაჯმა ფეხბურთელის მოქმედება უნდა შეაფასოს და არა შედეგი.'' - ტონი კროოსი
პირველადი გამოკვლევებით ცნობილი ხდება, რომ ჰაკიმის ტრავმის გამო მინიმუმ 5-6 კვირა გაუცდება.
მიმდინარე სეზონში მაროკოელის ანგარიშზე პარი სენ ჟერმენის მაისურით ჩატარებულ 14 შეხვედრაში 2 გოლი და 3 საგოლე გადაცემაა.
Toni Kroos says Luis Díaz shouldn't have been sent off against PSG: "For me, it’s clear: it wasn’t a red card. The referee let Hakimi’s injury have too much of an influence on his assessment of the play. I saw a brutal challenge, but not a brutal foul. If Hakimi had gotten up… pic.twitter.com/2THbGgSDy3
— Bayern & Germany (@iMiaSanMia) November 6, 2025