Belive

პედრი: "ევროპა ლიგის მოგების დიდი სურვილი გვაქვს"

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
დღეს ევროპა ლიგის 1/16-ფინალური ეტაპის პირველ მატჩში "ბარსელონა" "ნაპოლის" უმასპინძლებს. შეხვედრამდე პრესკონფერენციაზე კატალონიელთა ნახევარმცველმა, პედრიმ ისაუბრა. "ევროპა ლიგას დიდი მონდომებითა და გამარჯვების სურვილით ვუახლოვდებით. გულშემატკივარს მოვუწოდებ, რომ მოვიდნენ და უყურონ "ნაპოლისთან" მატჩს, რადგან მოედანზე მაქსიმუმის გაკეთებას ვაპირებთ. ჩვენთვის ფავორიტად ყოფნა დიდი წნეხი არ არის, რადგან ჩემპიონთა ლიგაზეც უპირატესობა გვქონდა," - ამბობს პედრი. "ბარსელონასა" და "ნაპოლის" დაპირისპირება "კამპ ნოუზე" დღეს, თბილისის დროით, 21:45 წუთზე დაიწყება.

სხვა სტატიები