Belive

პაულო დიბალამ იუვენტუსიდან წასვლა დააანონსა

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

,,იუვენტუსის'' შემტევი, პაულო დიბალა, მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ ტურინულ გუნდს დატოვებს. არგენტინელმა ამის შესახებ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და ,,ბებერი ქალბატონების'' ქომაგებს მიმართა:

,,სწორი სიტყვების მოძებნა რთულია, ამდენი წელი და ამდენი ემოცია... მეგონა, რომ ერთად კიდევ უფრო დიდ ხანს ვიქნებოდით, მაგრამ ბედი სხვადასხვა გზაზე გვაყენებს. არასოდეს დამავიწყდება ყველაფერი, რაც აქ გამოვცადე, ყოველი თამაში, ყოველი გოლი. თქვენთან ერთად გავიზარდე, ვისწავლე, ვიცხოვრე და ვიოცნებე. ეს იყო საოცარი 7 წელი, 12 ტიტული და 115 გოლი. მადლობა, რომ რთულ მომენტებში გვერდით მედექით. მადლობა ყველა გულშემატკივარს, გუნდის თითოეულ წევრს, მწვრთნელებს, თანაგუნდელებს, თანამშრომლებსა და მენეჯერებს. კაპიტნის სამკლაურით ამ მაისურის ტარება ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე საამაყო მომენტია, რასაც, იმედია, ერთ დღეს ჩემს შვილიშვილებს ვაჩვენებ. ხვალ ამ მაისურით ჩემი ბოლო მატჩი იქნება, ძნელი წარმოსადგენია, მაგრამ ეს ჩვენი ბოლო შეხვედრაა, ბოლო დამშვიდობება. ადვილი არ იქნება, მაგრამ იმის ცოდნით, რომ ამ გუნდისთვის ყველაფერი გავაკეთე, მოედანზე თავაწეული და ღიმილიანი გავალ,'' - წერს დიბალა სოციალურ ქსელში.
პაულო დიბალა ,,იუვენტუსში'' 2015 წლიდან თამაშობს. 28 წლის ფეხბურთელის ანგარიშზე ტურინული კლუბის მაისურით ჩატარებულ 291 შეხვედრაში 115 გოლი და 48 საგოლე გადაცემაა. ,,ბებერი ქალბატონები'' ხვალ სეზონის ბოლო საშინაო მატჩს ,,ლაციოს'' წინააღმდეგ გამართავენ.
 
View this post on Instagram
 

A post shared by Paulo Dybala (@paulodybala)

სხვა სტატიები