პაულო დიბალა: " ბავშვობაში კრიშტიანუ რონალდუ მძულდა"
1 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
"რომას" და არგენტინის ნაკრების შემტევმა ნახევარმცველმა, პაულო დიბალამ ყოფილი თანაგუნდელის და ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელის, კრიშტიანუ რონალდუს შესახებ ისაუბრა.
"არგენტინაში მესის და რონალდუს შორის დიდი მეტოქეობაა. ერთხელ კრიშტიანუსთან ერთად გავემგზავრეთ მატჩზე, მე თვითმფრინავის ბოლოში ვიჯექი, ის ცოტა წინ იყო.
ჩემთან მოვიდა, ზოგადად ცხოვრებაზე ცოტა ვისაუბრეთ და ვუთხარი: „ბავშვობაში პრაქტიკულად მძულდი“. ვიცინეთ - ყოველთვის კარგი ურთიერთობა გვქონდა", - თქვა 29 წლის არგენტინელმა ფეხბურთელმა.
დიბალამ და რონალდუმ ერთად ტურინის "იუვენტუსში" 2018-2021 წლებში ითამაშეს და 2-ჯერ იტალიის სერია A, ერთხელ თასი და ორჯერ სუპერ თასი მოიგეს.