40 წლის რონალდუს ნაკრებში უხმეს - პორტუგალია მეოთხედფინალში დანიას ხვდება
პორტუგალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რობერტო მარტინესმა, ერთა ლიგის მეოთხედფინალისთვის, რომელშიც პორტუგალია დანიის წინააღმდეგ ითამაშებს, შემადგენლობა დაასახელა. გამოძახებულ 26 ფეხბურთელში, რა თქმა უნდა, კრიშტიანუ რონალდუცაა.
ერთა ლიგის 2019 წლის გამარჯვებული პორტუგალია, პირველი მატჩისთვის დანიაში 21 მარტს გაემგზავრება, საპასუხო თამაში კი 24 მარტს შედგება.
მიმდინარე სეზონში, "ალ ნასრის" რიგებში ჩატარებულ 32 მატჩში რონალდუმ 27 გოლი გაიტანა და ოთხი საგოლე გადაცემა გააკეთა, ხოლო კარიერაში სულ 927 გოლი დაუგროვდა. პორტუგალიის ნაკრებში მან 216 მატჩი ჩაატარა და 135 გოლი გაიტანა.
პორტუგალიის ნაკრების განაცხადი:
Os 𝗘𝗦𝗖𝗢𝗟𝗛𝗜𝗗𝗢𝗦 para lutar por um lugar na Final Four da Liga das Nações! 📜🏆 #FazHistória pic.twitter.com/IHMcJUqHIm
— Portugal (@selecaoportugal) March 14, 2025
უეფას ერთა ლიგის მეოთხედფინალური წყვილები:
იტალია vs გერმანია - დანია vs პორტუგალია
ნიდერლანდები vs ესპანეთი - ხორვატია vs საფრანგეთი