Belive

პაულო დიბალა ალ ქადსიაში გადასვლასთან ახლოს არის

1 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ფაბრიციო რომანოს თანახმად, პაულო დიბალა არაბეთში წასვლასთან ძალიან ახლოს არის. როგორც სპორტული ჟურნალისტი იტყობინება, "ალ ქადსია" არგენტინელს სამწლიან კონტრაქტს სთავაზობს.

ამავე წყაროზე დაყრდნობით, ხელფასი და ხელშეკრულების პირობები ფეხბურთელთან უკვე შეთანხმებულია. მხოლოდ საბოლოო დეტალები არის გასარკვევი.

აღსანიშნავია, რომ "რომას" არაბული მხარისგან ოფიციალური შეთავაზება ჯერჯერობით არ მიუღია.

გასულ სეზონში დიბალამ "რომას" მაისური სულ 39-ჯერ მოირგო და 16 გოლთან ერთად, 10 საგოლე გადაცემაც მიითვალა.

სხვა სტატიები