Belive

"პატარა სიურპრიზი გვექნება, სანაკრებო სიას ფედერაციას რამდენიმე დღეში მივაწვდით" - ზურაბ ხიზანიშვილმა სანაკრებო სიახლეებზე ისაუბრა

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
საქართველოს ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელის, ვილი სანიოლის ასისტენტმა, ზურაბ ხიზანიშვილმა ეროვნულ გუნდში არსებული სიახლეების შესახებ, საქართველოს პირველი არხის გადაცემა "ტაიმაუტის" ეთერში ისაუბრა. "პატარა სიურპრიზი იქნება, რომ მარტის სანაკრებო შეკრებაზე მოთამაშეებს საქართველოს ჩემპიონატიდანაც მივიწვევთ. ეროვნულ ნაკრებში ვილი სანიოლის და ჩემი დანიშვნის შემდეგ ყურადღება ადგილობრივ ფეხბურთელებზე გავამახვილეთ, თამაშებს დავესწარით – ჩემი სურვილიც არის და სუბიექტური მოსაზრებაც, რომ ნაკრებში ძირითადი შევსება ეროვნული ჩემპიონატიდან უნდა მივიღოთ. გასაგებია, რომ ფსონი ლეგიონერებზეა გაკეთებული, მაგრამ საქართველოს ჩემპიონატიდანაც რამდენიმე მოთამაშე უნდა გვყავდეს. მაგრამ როდესაც ადგილობრივი ჩემპიონატში ვინმე გაიბრწყინებს, ეროვნულ ნაკრებში უნდა გამოვიძახოთ. რთული სათქმელია, მერე ნაკრებში როგორ ითამაშებენ, მაგრამ ვინც დაიმსახურებს, დავუფასებთ გვარებს არ დავასახელებ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, გულშემატკივრებისთვისაც საინტერესო მოთამაშეები გვეყოლება და ვფიქრობ, ეს მიწვევა მათთვისაც დიდ სტიმული იქნება. ვილი სანიოლმა შენიშნა, რომ ძალიან ტექნიკური ფეხბურთელები გვყავს. თუმცა, ის დონე, რაც ნაკრებშია საჭირო, კითხვებს ტოვებს. ვერ ვიტყვით, რომ სტატისტიკა – კოლომეტრაჟის დაფარვის და სპრინტების მაჩვენებლები ინგლისის დონეს შეეფერება, მაგრამ დაბალი არ არის. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს, ფეხბურთელებს არსებული მდგომარეობაც აკმაყოფილებთ. თუ მოთამაშე ფიქრობს, რომ ეროვნულ ნაკრებში სათამაშოდ მზადაა, მერწმუნეთ, მაქსიმუმი უნდა გამოამჟღავნოს. მაგალითად, შენი გუნდი 3:0-ს რომ იგებს, შესაძლოა, ზედმეტად სირბილი საჭირო აღარ იყოს, მაგრამ შენ თუ თავს ნაკრების კანდიდატად მიიჩნევ, უფრო მეტი უნდა გააკეთო", – თქვა ზურაბ ხიზანიშვილმა. საქართველოს ნაკრები 2021 წელს, მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი ტურის მატჩით, 26 მარტს, შვედეთის წინააღმდეგ დაიწყებს.

სხვა სტატიები