"პატარა, მსუქანი კაცია" - აზარი ბელგიაში კრიტიკის ადრესატი გახდა
ბელგიის ნაკრების კაპიტანი, ედენ აზარი სამშობლოში კრიტიკის ადრესატი გახდა, ეს კი მეტწილად მისი ბოლოდროინდელი წონასთან დაკავშირებული პრობლემების გამო მოხდა. მადრიდის "რეალის" ვარსკვლავი ბელგიელმა პოლიტიკოსმა ჟან-მარი დედეკერმა ცხარედ გააკრიტიკა და მას პატარა, მსუქანი კაცი უწოდა. დედეკერმა, რომელიც არის ბელგიის ჩრდილოეთით მდებარე მიდელკერკეს მერი, უსაყვედურა "ჩელსის" ყოფილ შემტევს 2011 წელს მომხდარი ინციდენტის გამო, სადაც ის ბურგერის ჭამის დროს დააფიქსირეს. 2011 წელს აზარს ორმატჩიანი დისკვალიფიკაცია დაემუქრა მას შემდეგ, რაც ევრო 2012-ის საკვალიფიკაციო მატჩში თურქეთის წინააღმდეგ მთავარმა მწვრთნელმა შეცვალა, მან კი ბურგერი შეჭამა.
"მთელი პრესა ამაში ამხელს. სინამდვილეში, ის უბრალოდ პატარა მსუქანი კაცია, რომელიც სისტემის და ფულის მეშვეობით გასუქდა. მე ახლაც მახსოვს, როგორ გაიქცა, როცა ჟორჟ ლიკენსმა შეცვალა და ჰამბურგერი მიირთვა მეფე ბოდუენის სტადიონთან", - თქვა ბელგიელმა პოლიტიკოსმა.


აზარის მიმართ კრიტიკის კორიენატელს ისიც ამძაფრებს, რომ "სამეფო კლუბში" გადასვლის შემდეგ მისი ვარსკვლავი ძველებურად ვეღარ კაშკაშებს და თითქმის სამი სეზონის განმავლობაში ჩატარებულ 59 შეხვედრაში მხოლოდ 5 გოლის გატანა და 10 საგოლე პასის გაკეთება მოახერხა.Eden Hazard x McDonald's collab looks epic 🤯 pic.twitter.com/P3y2lXfGw7 — International Champions Cup (@IntChampionsCup) June 6, 2021