Belive

პარიზში, ის სასტუმრო გაქურდეს, რომელშიც ლიონელ მესი ცხოვრობს

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
პარიზში, ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო, რომელშიც ლიონელ მესი ცხოვრობს, ქურდებმა გაძარცვეს და ათასობით ევროს ოდენობით ფული და ძვირადღირებული სამკაულები მოიპარეს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ნიღბიანი დაჯგუფება Le Royal Monceau-ს სახურავზე შეიჭრა, შემდეგ კი შენობის გარე ნაწილზე დაეშვა და გახსნილი აივნების კარიდან ოთახებში შევიდა. CCTV-ის კადრებში ნაჩვენებია ორი ნიღბიანი მამაკაცი, რომელიც მეექვსე სართულზე მესის საოჯახო ლუქსიდან მხოლოდ ერთი სართულით მაღლა შეიჭრა, რომლის ღირებულებაც ერთი ღამით თითქმის 20 000 ევროა. "პსჟ-ს" სუპერვარსკვლავის სახლში, რომელშიც ის და მისი ოჯახის წევრები ცხოვრობენ, ყაჩაღებმა ხელუხლებელი დატოვეს.
Credit: PA
მიუხედავად იმისა, რომ 34 წლის არგენტინელის პარიზში ჩასვლის შემდეგ, სასტუმროში უსაფრთხოების ზომები გამკაცრებულია, დაცვის თანამშრომლებმა ნაღდი ფულით და ძვირადღირებული სამკაულებით დატვირთული მძარცველების შეჩერება ვერ მოახერხეს. ცნობილია ისიც, რომ ერთ-ერთი დაზარალებული დუბაიდან პარიზში საქმიანი ვიზიტით მყოფი ფინანსური მრჩეველი გახლდათ, რომელმაც 6500 ევრომდე ღირებულების სამაჯურები, საყურეები და ნაღდი ფული დაკარგა. ლეო მესი ფრანგულ გრანდში 2021 წლის აგვისტოში გადაბარგდა და მას შემდეგ ჩატარებულ 4 შეხვედრაში 1 გოლის გატანა მოახერხა - 6 ოქროს ბურთის მფლობელმა სადებიუტო გოლი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის შეხვედრაში (2:0) "მანჩესტერ სიტის" წინააღმდეგ მოახერხა.  

სხვა სტატიები