Belive

ჩემპიონთა ლიგაზე მონაწილე ყველა გუნდის ვინაობა ცნობილია

3 თვის წინ ფეხბურთი
2 წთ

ჩემპიონთა ლიგის 2025-2026 წლების სეზონში მონაწილე 36-ე გუნდის ვინაობა გაირკვა.

სამშაბათს და ოთხშაბათს საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფიდან ლიგის საგზური ყარაბაღმა, პაფოსმა, ბოდო/გლიმტმა, კაირათმა, კოპენჰაგენმა, ბენფიკამ და ბრიუგემ გაიფორმეს.

წელს ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე 4 დებიუტანტი იასპარეზებს - კაირათი, ბოდო/გლიმტი, პაფოსი და უნიონ სენ-ჟილი.

  • Pot 1: პსჟ, რეალი, მანჩესტერ სიტი, ბაიერნი, ლივერპული, ინტერი, ჩელსი, დორტმუნდი, ბარსელონა

  • Pot 2: არსენალი, ლევერკუზენი, ატლეტიკო, ბენფიკა, ატალანტა, ვილიარეალი, იუვენტუსი, აინტრახტი, ბრიუგე

  • Pot 3: ტოტენჰემი, პსვ, აიაქსი, ნაპოლი, სპორტინგი, ოლიმპიაკოსი, სლავია, ბოდო/გლიმტი, მარსელი

  • Pot 4: კოპენჰაგენი, მონაკო, გალათასარაი, უნიონ სენ-ჟილი, ყარაბაღი, ბილბაო, ნიუკასლი, პაფოსი, კაირათი

ჩემპიონთა ლიგის წილისყრა დღეს, მონაკოში გაიმართება და 20:00 საათზე დაიწყება.

გასული სეზონის მსგავსად, 36 გუნდი 4 კალათშია გადანაწილებული. გუნდებს თითოეული კალათიდან 2-2 მეტოქე შეხვდებათ და ლიგის ფაზაში სულ 8 შეხვედრის ჩატარება მოუწევთ. Top 8 გუნდი მერვედფინალში პირდაპირ გავა, 9-24-ადგილოსნებს კი პლეი-ოფში სათამაშოდ პლეი-ინის გავლა მოუწევთ.

ჩემპიონთა ლიგის პირველი ტურის შეხვედრები 16-18 სექტემბერს გაიმართება. ლიგის ფაზა 28 იანვარს დასრულდება, პლეი-ინის ეტაპი კი 25 თებერვალს.

პლეი-ოფი 10 მარტს დაიწყება და 30 მაისს ფინალური შეხვედრით დაგვირგვინდება, რომელიც ბუდაპეშტში გაიმართება.

სხვა სტატიები