Belive

პარი სენ ჟერმენმა მესის დასჯა გადაწყვიტა

11 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,პარი სენ ჟერმენი'' მესის ორკვირიანი დისკვალიფიკაციით დასჯის. ინფორმაციას ფაბრიციო რომანო ავრცელებს.

გადაწყვეტილება არგენტინელის საუდის არაბეთში გამგზავრებას უკავშირდება, რომელიც გუნდთან შეთანხმებული არ იყო.

მესი საუდის არაბეთში გუნდის მთავარი მწვრთნელის, კრისტოფ გალტიესა და დირექტორის, ლუიშ კამპუშის ნებართვის გარეშე გაემგზავრა. ფრანგული მედიის ცნობით, არგენტინელმა, რომელიც საუდის არაბეთის ტურისტული ელჩია, ქვეყანაში ვიზიტი აქამდე ორჯერ გააუქმა, ახლა კი იძულებული გახდა, რომ გამგზავრებულიყო.

მიმდინარე სეზონში მესის ანგარიშზე ,,პარი სენ ჟერმენის” მაისურით ჩატარებულ 37 შეხვედრაში 20 გოლი და 19 საგოლე გადაცემაა.

სხვა სტატიები