Belive

პარი სენ ჟერმენმა მბაპე აზიური ტურნეს განაცხადში არ შეიყვანა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,პარი სენ ჟერმენმა'' იმ ფეხბურთელების სია გამოაქვეყნა, რომლებიც აზიურ ტურნეში მიიღებენ მონაწილეობას.

29 მოთამაშეს შორის გუნდის ლიდერი, კილიან მბაპე ვერ მოხვდა. L'Equipe-ს ცნობით, კლუბი დარწმუნებულია, რომ კილიანი მადრიდის ,,რეალს'' კონტრაქტზე უკვე შეუთანხმდა. 

როგორც ფაბრიციო რომანო წერს, ,,პსჟ-მ'' 24 წლის შემტევი ტრანსფერზე დააყენა. პარიზელებს ფეხბურთელის სანაცვლოდ მინიმუმ 180 მილიონი ევროს მიღება სურთ, რასაც ბონუსების სახით 47 მილიონი უნდა დაემატოს. 

მბაპეს ,,პარი სენ ჟერმენთან'' კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულში ეწურება, სწორედ ამიტომ არის იმის შანსი, რომ გუნდმა მთავარი ვარსკვლავი უფასოდ დაკარგოს.

,,პსჟ'' 25 ივლისს ,,ალ ნასრს'' შეხვდება, 28-ში - ,,სერესო ოსაკას'', პირველ აგვისტოს - ,,ინტერს'', 3 აგვისტოს კი - ,,ჩონბუკ მოტორსს''.

 

სხვა სტატიები