Belive

პარი სენ ჟერმენმა ჩემპიონთა ლიგაზე უნიკალური მიღწევა დააფიქსირა

6 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის საპასუხო შეხვედრაში ,,პარი სენ ჟერმენმა'' ,,ლივერპული'' პენალტების სერიაში დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე გავიდა. მატჩის ძირითადი დრო ,,პსჟ-ს'' გამარჯვებით, ანგარიშით 1:0 დასრულდა.

ლუის ენრიკეს გუნდი ,,მერსისაიდელებთან'' დაპირისპირების პირველ ტაიმში არცერთხელ არ დაჯარიმებულა, რაც Opta-ს ინფორმაციით, 2003/2004 წლების სეზონის შემდეგ (მას შემდეგ რაც Opta სტატისტიკას აწარმოებს), ჩემპიონთა ლიგის მატჩში პირველი შემთხვევაა.

,,პსჟ-ს'' მეტოქე 1/4-ფინალში ხვალ, ,,ასტონ ვილასა'' და ,,ბრიუგეს'' შეხვედრაში გაირკვევა. გუნდებს შორის გამართული პირველი მატჩი ბირმინგემელთა გამარჯვებით, 3:1 დასრულდა.

სხვა სტატიები