ალისონი ლივერპულის განაცხადში არ არის
1 კვირის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ჩემპიონთა ლიგის მე-5 ტურში ლივერპული პსვ ეინდჰოვენს უმასპინძლებს. მატჩი 00:00 საათზე დაიწყება.
მერსისაიდელთა სასტარტო თერთმეტეულში მოხვდა გიორგი მომარდაშვილი, რაც, გარკვეულწილად, მოულოდნელობაა.
მატჩამდე გამოქვეყნებულ სავარაუდო შემადგენლობებში ძირითადის წევრად ყველანი ალისონს მოიაზრებდნენ, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ბრაზილიელი შეხვედრას ავადმყოფობის გამო ტოვებს და განაცხადშიც არ არის.
ალისონს გალათასარაისთან მიღებული ტრავმის გამო 8 მატჩი გაუცდა და მოედანს პრემიერლიგის გასულ ტურში, ნოტინგემთან (0:3) შეხვედრაში დაუბრუნდა.
ამგვარად, გიორგი მამარდაშვილი დღეს ლივერპულის ძირითად შემადგენლობაში მე-8 მატჩს ჩაატარებს.
❌ Alisson Becker absence explained 👇#LFC #LFCPSV #UCL 🔗 https://t.co/mYiJJuIXvh pic.twitter.com/3CDQ4zRXeg
— Liverpool FC News (@LivEchoLFC) November 26, 2025