Belive

პაოლო დიბალა ტრავმის გამო რამდენიმე კვირა ვერ ითამაშებს

2 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

„რომას“ სერიოზული დანაკლისი აქვს, პაულო დიბალა მადრიდის „რეალის“ წინააღმდეგ თამაშის დროს დაშავდა და მომდევნო კვირების განმავლობაში მოედანზე გასვლას ვერ შეძლებს. ეს ვითარება ჯან პიერო გასპერინისთვის სერიოზული თავის ტკივილია, მით უმეტეს, რომ ახლა სეზონის გადამწყვეტი ეტაპია.

Calciomercato-ს ცნობით, ჩატარებულმა სამედიცინო გამოკვლევებმა არგენტინელ ნახევარმცველს კუნთის მსუბუქი დაზიანება დაუდგინა. შეგახსენებთ, რომ დიბალამ „სამეფო კლუბთან“ შეხვედრაში დისკომფორტი და დაღლილობა იგრძნო, რის გამოც გასპერინიმ ის შესვენებაზევე შეცვალა.

მოგვიანებით, „სლოვანთან“ გასამართი მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე, რომაელთა მთავარმა მწვრთნელმა ფეხბურთელის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ღიად ისაუბრა. როგორც ჩანს, სიტუაცია უფრო სერიოზული აღმოჩნდა, ვიდრე თავიდან ვარაუდობდნენ.

„იმედი მქონდა, რომ დიბალა უფრო მალე გამოჯანმრთელდებოდა, მაგრამ გუშინ ჩატარებულმა გამოკვლევებმა მსუბუქი დაზიანება გამოავლინა. თამაშისთვის მზადყოფნას რამდენიმე კვირა დასჭირდება“ - ჯან პიერო გასპერინი

დიბალას არყოფნა „ჯალოროსისთვის“ უდიდესი დანაკლისია. მიმდინარე სეზონის დასაწყისიდანვე არგენტინელი გუნდის მთავარი შემოქმედი და წამყვანი ფეხბურთელია, რომლის გარეშეც შეტევის ხაზი ბუნებრივია, ბევრს დაკარგავს. ახლა გასპერინის მოუწევს, სწრაფად მონახოს გამოსავალი და იპოვოს ალტერნატივა, რომელიც დიბალას კრეატივს მინიმუმ დროებით მაინც ჩაანაცვლებს. 

სხვა სტატიები