პაოლო დი კანიო: ,,კვარაცხელიას თამაშის დროს უფრო მეტი კვამლი ჩანს, ვიდრე ცეცხლი''
9 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ყოფილმა იტალიელმა ფეხბურთელმა, პაოლო დი კანიომ, Sky Sport-ის ეთერში ,,ნაპოლისა'' და ,,ბარსელონას'' მატჩზე ისაუბრა:
,,მართალია, კვარაცხელია ახლა ისეთ რაღაცებს აკეთებს, რაც გასულ სეზონს გვახსენებს, მაგრამ მის თამაშში უფრო მეტი კვამლი ჩანს, ვიდრე - ცეცხლი. თითქოს, ის იმედგაცრუებულია...
ოსიმენის სიმეონეთი შეცვლა კალცონას გამოუცდელობას უნდა დავაბრალოთ, მას ცხელი მომენტით უნდა ესარგებლა.
ბარსელონას გოლი? ლევანდოვსკი ბურთთან ვიზუალურ კონტაქტს არასდროს კარგავს, ასეთი დარტყმა მარტივი არ ყოფილა... ოსიმენის გოლის დროს, ინიგო მარტინესმა კინაღამ თერთმეტმეტრიანი აიკიდა, თუმცა ბურთი როგორც კი ნიგერიელამდე მივიდა, მან მომენტით მაშინვე ისარგებლა.'' - პაოლო დი კანიო
ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში ,,ნაპოლიმ'' ,,ბარსელონას'' უმასპინძლა. მატჩი ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა.
ხვიჩა კვარაცხელიამ, რომელიც ნეაპოლური გუნდის ძირითად შემადგენლობაში იყო, მოედანი 68-ე წუთზე დატოვა.
გუნდებს შორის საპასუხო შეხვედრა 13 მარტს, კატალონიაში გაიმართება.