Belive

პალმეირასმა ენდრიკის რეალში ტრანსფერი დაადასტურა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,პალმეირასის'' 16 წლის ფეხბურთელი, ენდრიკი მადრიდის ,,რეალში'' გადადის. ინფორმაციას ბრაზილიური გუნდის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

,,სამეფო გუნდი'' თავდამსხმელის სანაცვლოდ 72 მილიონ ევროს გადაიხდის. ენდრიკი ,,რეალში'' 2024 წლის ივლისიდან ითამაშებს. მხარეებს შორის კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდეა გაფორმებული.

,,მადლობას ვუხდი ,,პალმეირასს'', ბრაზილიის უდიდეს კლუბს, სამხრეთ ამერიკის ჩემპიონსა და მსოფლიოს ჩემპიონს, რომ მომცა ყველაფერი, რაც მჭირდება, იმისთვის, რომ ოცნების ახდენაში დამეხმარა. სანამ ,,რეალში'' გადავალ, ,,პალმეირასისთვის'' თავდადებით თამაშს გავაგრძელებ: კიდევ უფრო მეტი გოლი, გამარჯვება, ტიტული და სიხარული ჩვენი გულშემატკივრებისთვის,'' - განაცხადა ენდრიკმა.

ბრაზილიელი ტალანტის გადაბირებით, მადრიდული გრანდის გარდა, ლონდონის ,,ჩელსი'' და ,,პარი სენ ჟერმენიც'' ინტერესდებოდნენ.

სხვა სტატიები