Belive

პალმეირასის პრეზიდენტი ნეიმარზე: "ჩვენი კლუბი სამედიცინო ცენტრი არაა"

1 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

2023 წლის ზაფხულში ნეიმარი საუდის არაბეთის პრო ლიგაში გადავიდა და "ალ-ჰილალს" შეუერთდა. იმავე წლის ოქტომბერში მან მძიმე ტრავმა მიიღო და ფეხბურთი ერთი წლის განმავლობაში არ უთამაშია. გასულ თვეს ბრაზილიელი მინდორს დაუბრუნდა, თუმცა მეორე შეხვედრაშივე კიდევ ერთი ტრავმა მიიღო და ახლა ვარაუდობენ, რომ 4-დან 6 კვირამდე უნდა გაუცდეს.

ცნობილია, რომ დაწყებულია მოლაპარაკებები 32 წლის ფეხბურთელის საუდის არაბეთიდან იანვარში წასვლაზე, მთავარი ფოკუსი ახლა მისი ახალგაზრდობის კლუბ "სანტოსზეა". დადასტურებულია სანტოსის ინტერესიც, ბრაზილიურ კლუბს ძალიან სურს 'ბავშვობაში' გაშვებული ნეიმარის დაბრუნება. საუბარია იმაზეც, რომ თუ სანტოსის ვარიანტი არ გამოვა, ნეიმარი მაინც გადავა რომელიმე ბრაზილიურ კლუბში, თუმცა ერთ-ერთი მათგანი უკვე გამოირიცხა - "პალმეირასის" პრეზიდენტს ნეიმარის ტრანსფერის შესახებ ჰკითხეს, თუმცა მან ასეთი სცენარი გამორიცხა.

შესანიშნავი ფეხბურთელია, თუმცა ის ალბათ სანტოსში წავა, ჯობია ეს სანტოსში იკითხოთ. მე მინდა ინვესტიცია ისეთ ფეხბურთელში ჩავდო, რომელსაც თამაში შეუძლია. მინდა მყავდეს ფეხბურთელი, რომელსაც ხვალვე შეუძლია თამაში, თუ ამას მწვრთნელი გადაწყვეტს, ჩვენი კლუბი სამედიცინო დაწესებულება არაა. - განაცხადა სანტოსის პრეზიდენტმა, ლეილა პერეირამ

ამჟამად ნეიმარი კონცენტრირებულია, რომ ფეხბურთს რაც შეიძლება მალე დაუბრუნდეს. მას 2025 წლამდე დაბრუნება უნდა, რადგან ფეხბურთელის ფიზიკური კონდიციიდან გამომდინარე, ალ-ჰილალმა უნდა გადაწყვიტოს, დაარეგისტრირებს თუ არა ნეიმარს საუდის პრო ლიგაში სეზონის მეორე ნახევრისთვის.

სხვა სტატიები