Sky Sport - ნეიმარმა თანაგუნდელებს უთხრა, რომ ინტერ მაიამიში გადადის
Sky Sport-ის ინფორმაციით, ,,ალ ჰილალის'' შემტევმა, ნეიმარმა, კარიერა, შესაძლოა, ,,ინტერ მაიამიში'' გააგრძელოს.
როგორც გამოცემა წერს, ბრაზილიელმა სუპერვარსკვლავმა თანაგუნდელებს უკვე უთხრა, რომ მომავალ ზაფხულს ამერიკულ კლუბში გადავა, სადაც ლეო მესი, ლუის სუარესი, სერხიო ბუსკეტსი და ჟორდი ალბა თამაშობენ.
თავის მხრივ, არაბული მედიის ცნობით, ნეიმარის ფარული განზრახვაა, რომ ასეთი მეთოდით გუნდის ხელმძღვანელობას ხელფასის გაზრდა აიძულოს.
1-წლიანი იძულებითი პაუზის შემდეგ ნეიმარი მოედანს 21 ოქტომბერს დაუბრუნდა. ბრაზილიელმა 21-ში აზიის ჩემპიონთა ლიგაზე 30 წუთამდე ითამაშა, თუმცა კვლავ ტრავმა მიიღო და მატჩი 87-ე წუთზე დატოვა.
🚨🇺🇸 BREAKING: Neymar wants to sign for Inter Miami and reunite with Leo Messi and Luis Suarez. 🩷🖤
— Pubity Sport (@pubitysport) December 16, 2024
(Via @sachatavolieri) pic.twitter.com/1q0qdTsJxD