Belive

ოუენი: ,,ტოტენჰემი და მანჩესტერ იუნაიტედი პრემიერლიგის ოთხეულში ვერ მოხვდებიან''

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ინგლისის ეროვნული ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, მაიკლ ოუენმა, დაასახელა ოთხი გუნდი, რომლებიც, მისი აზრით, პრემიერლიგის პირველ 4 ადგილს დაიკავებენ:

,,ოთხეულის არჩევა რთულია. რა თქმა უნდა, ,,მანჩესტერ სიტი'' მოხვდება. ვფიქრობ - ,,ჩელსიც'' და ,,არსენალიც''.

ამ მომენტში არჩევანი ,,ლივერპულსა'' და ,,ტოტენჰემს'' შორის უნდა გავაკეთო. ,,ლივერპულს'' ვიტყოდი, მაგრამ, როგორ შეიძლება, ,,ტოტენჰემი'' ოთხეულს მიღმა დატოვო, როცა ისინიც ძალიან კარგად თამაშობენ?

,,მანჩესტერ იუნაიტედსაც'' კარგი შანსები აქვს, მაგრამ ოთხეულში ყველა დიდი გუნდი ვერ მოხვდება.

მიუხედავად იმისა, რომ ,,არსენალმა'' სეზონი კარგად დაიწყო და ,,მერსისაიდელებს'' 10 ქულით უსწრებს, მიმაჩნია, რომ ,,მანჩესტერ სიტი'' და ,,ლივერპული'' ევროპის 2 საუკეთესო გუნდია.

არჩევა მიჭირს, მაგრამ ვიტყოდი, რომ ოთხეულში ,,ტოტენჰემი'' და ,,მანჩესტერ იუნაიტედი'' ვერ მოხვდებიან,'' - განაცხადა ოუენმა.

პრემიერლიგაში ჩატარებული 10 მატჩის შემდეგ, სატურნირო ცხრილს 27 ქულით ,,არსენალი'' ლიდერობს, რომელიც მეორეადგილოსან ,,სიტის'' 4 ქულით უსწრებს. მესამე ადგილს ასევე 23 ქულით ,,ტოტენჰემი'' იკავებს, მეოთხეზე კი 20 ქულით ,,ჩელსია''.

სხვა სტატიები