ბრიტანული მედიის ინფორმაციით, "მანჩესტერ იუნაიტედი" "ოლდ ტრაფორდის" დანგრევას და ახალი სტადიონის აშენებას განიხილავს.
"წითელი ეშმაკები" ახალი სტადიონის მშენებლობას იმავე ადგილას გეგმავენ, სადაც მათი საკულტო სტადიონი მდებარეობდა.
ოლდ ტრაფორდი "იუნაიტედის" საშინაო კედლები 1910 წლიდანაა და მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთ ყველაზე ძველ და ცნობილ სტადიონად ითვლება, თუმცა ბოლო წლებში, მას შემდეგ, რაც ინგლისის პრემიერ ლიგის სხვა კლუბებმა ახალი სტადიონები ააშენეს, მათ შორის "ვესტ ჰემმა" და "ტოტენჰემმა" მისი პოპულარულობა შედარებით შემცირდა.
როგორც Daily Mail-ი იტყობინება, "იუნაიტედი" ახლა "ოცნების თეატრის" ძველი დიდების გზაზე დაბრუნების სამ ვარიანტს განიხილავს: სტადიონის დანგრევისა და ახლის აშენების, სამხრეთ სტენდის აღდგენას, სადაც ახლა რკინიგზა გადის და სტადიონის სტრუქტურულად ხელუხლებლად დატოვება, მაგრამ მაყურებლისათვის განკუთვნილი ადგილებისა და კორპორატიული ტერიტორიების სრულფასოვნად განახლება ოთხივე ტრიბუნაზე.
მოხსენების თანახმად, სამხრეთ ტრიბუნის განახლების გეგმას მხარს კლუბის მფლობელები, გლეიზერები უჭერენ. ასეთ შემთხვევაში ,"ოლდ ტრაფორდის" ტევადობა 74 000-დან 80 000-მდე გაიზრდება.
სტადიონის დანგრევის ვარიანტი უფრო მეტად პრობლემურია, რადგან "იუნაიტედს" დროებითი სახლის პოვნა დასჭირდება, სანამ ახალი მოედანი აშენდება.
ლონდონური კლუბები "არსენალი" და "ტოტენჰემი" უემბლიზეთამაშობდნენ იქამდე, ვიდრე მათი ახალი სტადიონი აშენდებოდა, თუმცა "იუნაიტედისთვის" ინგლისის ჩრდილო-დასავლეთში მსგავსი ალტერნატიული ვარიანტი არ არსებობს.
პრემიერ ლიგის მიღმა არცერთ კლუბს არ აქვს საკმარისად დიდი სტადიონი "წითელ ეშმაკების" მისაღებად, აქედან გამომდინარე, ჩნდება ვერსია, რომ "იუნაიტედი" მოედანს თავის მოსისხლე მტერ, თანაქალაქელ "
"მანჩესტერ სიტისთან" გაიზიარებს.
"მანჩესტერ იუნაიტედი" უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის საპასუხო მატჩს მადრიდის "ატლეტიკოს" წინააღმდეგ "ოლდ ტრაფორდზე", 16 მარტს გამართავს. პირველი შეხვედრა მადრიდში ფრედ - 1:1 დასრულდა. მატჩი თბილისის დროით 00:00 საათზე დაიწყება.